RU UA KA EN    

  საიტის რუკა  

ახალი ამბები

ინფორმაცია

ბიოგრაფია
ფოტოგალერეა
საზოგადო ინფორმაციის წყაროები ჩემს შესახებ

შემოქმედება

აკადემიური მუსიკა
თამაშების გახმოვანება
მუსიკა კინოფილმებისათვის

პუბლიკაციები

სტატიები

ბმულები

კონტაქტები

სტუმართა წიგნი

  მრიცხველი  

ბიოგრაფია

ასმათი ჭიბალაშვილი დაიბადა 1986 წლის 17 თებერვალს ქ. თელავში (საქართველო). 5 წლის ასაკში, როდესაც ჯერ არ იცოდა ნოტების ცნობა, დაიწყო იმპროვიზირება ფორტეპიანოზე.

1992 წელში შევიდა ქ. თელავის №2 სამუსიკო სკოლაში, ფორტეპიანოს კლასში. პარალელურად აგრძელებდა მუსიკის წერას. 7 წლისამ მონაწილეობა მიიღო საქართველოს ცენტრალური ტელევიზიის გადაცემაში «გინდ დაიჯერეთ, გინდ არა».

1994 წელში საქართველოს კულტურის სამინისტროს და კომპოზიტორთა კავშირის რეკომენდაციების საფუძველზე ქ. თელავის რეგიონალურმა სამმართველომ გაგზავნა ქ. ოდესაში სასწავლებლად.

1995 – 1997 წლებში სწავლობდა ქ. ოდესის №4 სამუსიკო სკოლაში. 1997–დან 2000 წლამდე ოდესის №2 სამუსიკო სკოლის ფორტეპიანოს კლასში პედაგოგ ვ. ა. პისმიჩენკოსთან.

აგრძელებდა რა მუსიკის წერას, (პიესებს ფორტეპიანოსათვის, ფლეიტისა და ფორტეპიანოსათვის, ვიოლინოსა და ვიოლონჩელისათვის, სუიტა «მუხა ცაკატუხა» ფორტეპიანოსათვის და სხვა), მოიპოვა მრავალი პრემია ახალგაზრდა კომპოზიტორთა კონკურსებზე.

გახდა უკრაინის კულტურის ფონდის ოდესის ოლქის განყოფილების სტიპენდიატი.

ქ. ოდესის №26 საშუალო სკოლის ექსტერნად დამთავრების შემდეგ, 2001 წელს 15 წლის ასაკში ჩააბარა ოდესის ა.ვ. ნეჟდანოვას სახელობის სახელმწიფო მუსიკალურ აკადემიაში (სპეციალობა კომპოზიცია, დოცენტ გ. ლ. უსპენსკის კლასში). 2003 წლიდან სწავლობდა პროფესორ ცეპკოლენკო კ. ს.-ს კლასში.

დაამთავრა კულტურის მენეჯმენტის კურსები კულტურის პრაქტიკული მენეჯმენტის ცენტრში (ოდესა, 2005 წ., 2006 წ.). კურსების სხვა მსმენელებთან ერთად დაიცვა პროექტები: ახალგაზრდა შემოქმედთა კულტურული აქციების სერია — «არტ-მოლოდ», თანამედროვე მუსიკის საერთაშორისო ახალგაზრდული ფესტივალი «Music Marine Fest».

2006 წელში წარჩინების დიპლომით დაამთავრა ა. ვ. ნეჟდანოვას სახელობის ოდესის სახელმწიფო მუსიკალური აკადემია და მიენიჭა მუსიკალური ხელოვნების მაგისტრის ხარისხი.

იმავე წელში ჩააბარა პ.ი. ჩაიკოვსკის სახელობის ნაციონალური მუსიკალური აკადემიის ასპირანტურაში (სპეციალობა «კომპოზიცია» პროფესორ ე. ფ. სტანკოვიჩის კლასში).

ჯილდოები:

  • I პრემია ფესტივალისა «შენი ტალანტები, უკრაინა» (ოდესა, 1995 წ.)
  • ახალგაზრდა კომპოზიტორთა საოლქო კონკურსის ლაურეატი (ოდესა, 1995 წ.)
  • I პრემია კონკურსისა «ყველას შეუძლია სცადოს თავისი თავი» (ოდესა, 1997 წ.)
  • I პრემია საოლქო კონკურსისა «ყველას შეუძლია სცადოს თავისი თავი» (ოდესა, 1998 წ.)
  • I პრემია კომპოზიტორთა საქალაქო კონკურსისა (ოდესა, 1998 წ.)
  • I პრემია ი. ზნატაკოვის სახელობის კომპოზიტორთა საოლქო კონკურსისა (ოდესა, 1999 წ.)
  • უკრაინის ლიტერატურულ-შემოქმედებით შეკრების II დამამთავრებელი ეტაპის გამარჯვებული «სობორი ნაშიხ დუშ» (კიევი, 1999 წ.)
  • სიგელი უკრაინაში საქართველოს საგანგებო ელჩის – გრიროლ ქათამაძესაგან უკრაინაში ქართული ხელოვნების პოპულარიზაციისა და უკრაინულ-ქართული ურთიერთობების შემდგომი განვითარების საქმეში (კიევი, 2002 წ.).

ასმათის მუსიკას ასრულებენ ანსამბლები:

  • Senza sforzando (ოდესა)
  • რიკოშეტი (კიევი)
  • Syrinx (მოსკოვი)
  • არკადი (კიევი)

ასმათის მუსიკა შესრულდა ფესტივალებზე:

 

 


  ანონსები  

უახლოეს მომავალში დაგეგმილია შემდეგი პროექტების გამოქვეყნება: «სახალისო მათემატიკა» და «სახალისო ფიზიკა» (მულტისოფტი, ნოვოსიბირსკი)


  პარტნიორები  

Украинский форум академической музыки Культурное сообщество композитора В. Гаврик
Аколада